კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ. კონფიდენციალობის პოლიტიკა გამოიყენება მაშინ, როცა თქვენ ეწვევით ან დაათვალიერებთ ჩვენს ვებ-გვერდს, რაიმე მომსახურების შეძენის გარეშე, როდესაც დარეგისტრირდებით gogo-host.net-ზე და როდესაც თქვენ გამოიყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს რაიმე მომსახურების შესაძენად. ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ გაიგოთ თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიღებთ ზომებს, იმისთვის რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება. ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი და ყოველი ხელმისაწვდომობისას და გამოყენებისას ივარაუდება, რომ ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა წაკითხული, გაგებული და მიღებულია თქვენ მიერ.

ვებ-გვერდს gogo-host.net მართავს შპს „ველკომ (Wellcom)“ (შემდგომში: ველკომი). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და საგადასახადო კოდი 445399541.

პერსონალური მონაცემების გამოყენება და მისი მიზნები

თქვენი მონაცემები შეგროვებული და დამუშავებულია ველკომის მიერ იმ მიზნებით, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის გამოყენებასთან, მის მომსახურებასთან და მომსახურების შეძენასთან gogo-host.net-ზე. თუმცა, თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე გამოყენებული იქნება სხვა ოპერაციების შესრულებისას ამ მიზნების ფარგლებში.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავებული იქნას შემდეგი მიზნებისთვის:

  1. ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს პირად მონაცემებს, პაროლს, ელექტრონული ფოსტის მისამართს) სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით, იმისთვის რომ მოგაწოდოთ მომსახურება ვებ-გვერდის დაცულ ადგილებზე და რომ გამოგიგზავნოთ შეტყობინებები მომსახურების შესახებ, კონკრეტულად მოთხოვნის შემთხევაში;
  2. დახმარების მოთხოვნის დროს შეძენის თუ დაბრუნების დროს, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს სახელს და გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და პაროლს) იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად აუცილებელია, რომ მოგაწოდოთ მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია gogo-host.net-თან და მომსახურების შესყიდვასთან;
  3. ტექნიკური დახმარების მოთხოვნისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია გაწეული მომსახურებასთან დაკავშირებით;
  4. ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის, რომლებიც ნებადართულია გამოსაყენებელი სამართლით.

თქვენი პერსონალური მონაცემები ძირითადად დამუშავებულია ელექტრონული საშუალებებით და ზოგიერთ შემთხვევაში, მატერიალურად (დოკუმენტების) მეშვეობით, როგორიცაა როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოითხოვს, რომ თავიდან იქნას აცილებული თაღლითობა gogo-host.net-ზე.

თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება იმ გზით, რომელიც საშუალებას აძლევს ველკომს მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც მოხდა პერსონალური მონაცემების შეგროვება და ამის შედეგად დამუშავება და ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად. გთხოვთ, მოახდინოთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პერსონალური მონაცემების ნებისმიერი ცვლილების განცხადება, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს, რომ თქვენი მონაცემები არის ზუსტი და განახლებული, შესაბამისი და სრული.

თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან თქვენი აშკარა თანხმობის გარეშე.

თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია თქვენი შეკვეთის დამუშავებისთვის. უფრო მეტიც, თქვენი მონაცემები შეიძლება გამჟღავნებული იყოს პოლიციისთვის ან სასამართლო ხელისუფლებისთვის, კანონის შესაბამისად ან ასეთი ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში, მაგალითად, იმ შემთხვევაში როდესაც ველკომმა თავიდან უნდა აიცილოს თაღლითობა.

ველკომი დაამუშავებს თქვენ პერსონალურ მონაცემებს იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული მომსახურების მიწოდებასთან gogo-host.net-ზე, ხელშეკრულების აღსრულებასთან, რომელიც დაკავშირებულია მომსახურების ყიდვას და თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ, რომ გამოგიგზავნოთ ახალი კომერციული ინიციატივები, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის საქმიანობასთან და მომსახურებასთან.

ველკომი დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მხოლოდ თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა მონაცემების დამუშავების პროცესში პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის ნებისმიერ დროს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ველკომი შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავებას 5 დღის განმავლობაში წერილობითი შეტყობინების მიღებიდან.

ველკომი შესაძლოა გაუმჟღავნოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარე კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კონკრეტულ მომსახურებას, როგორც მონაცემების დამმუშავებლები ან პერსონალური მონაცემების სხვა მიმღები პირები, რომელიც შეგროვებულია ველკომის მიერ, რომელიც ავტომატურად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ მომსახურების შესყიდვის, რომელიც შეძენილია gogo-host.net-ზე.

პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობა

თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდება (კერძოდ, თქვენი პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი და ტელეფონის ნომერი) აუცილებელია თქვენს მიერ gogo-host.net-ზე შეძენილი მომსახურების დამუშავებისთვის, სხვა მომსახურების მოწოდებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ან თქვენი მონაცემები აუცილებელია, რათა შესრულდეს კანონით ან რეგულაციებით მოთხოვნილი ვალდებულებები.

თქვენი მხრიდან პერსონალური მონაცემების მიწოდებაზე უარის თქმა, რომელიც აუცილებელია ზემოთ დასახელებული მიზნებისთვის, შესაძლოა აისახოს იმაში, რომ ჩვენი მხრიდან ვერ მოხდეს მომსახურების მიწოდება, რომლებიც ხელმისაწვდომია gogo-host.net-ზე.

სხვა სახის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, რომლებიც არ არის საჭირო კანონით ან ხელშეკრულებით მოთხოვნილი ვალდებულებების შესრულებისთვის ან მოთხოვნილი მომსახურების მოწოდებისთვის, პირიქით, არის, ნებაყოფლობითი და არ აქვს არანაირი გავლენა ვებ-გვერდის ან მისი მომსახურების გამოყენებასთან.

ზოგიერთ შემთხვევაში და თუ მოთხოვნილია, დროდადრო, ჩვენ დროულად მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც გასამჟღავნებელია სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი წესით. ჩვენ მიგითითებთ გასამჟღავნებელი ინფორმაცია არის სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი სათანადო სიმბოლოების მონიშვნით (*) ინფორმაცია, რომელიც არის სავალდებულო ან ინფორმაცია, რომელიც საჭიროა gogo-host.net-ზე მოთხოვნილი მომსახურების მიწოდებისთვის. ნებაყოფლობითი ინფორმაციის მიუწოდებლობა არ წარმოშობს რაიმე ვალდებულებას ან უარყოფითს მომხმარებლებისთვის.

მონაცემების შეგროვება და უსაფრთხოების ზომები

როდესაც იყენებთ gogo-host.net-ს, ზოგიერთი პერსონალური მონაცემი შესაძლოა დამუშავდეს ავტომატურად (“Cookies” მეშვეობით), მაგალითად, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ მომხმარებლის IP მისამართებს და სხვა სახის ინფორმაციას, რომლებიც ეხება მომხმარებლის მონაცემთა ტრაფიკს და მომხმარებლების უპირატესობებს ამ ვებ-გვერდზე არსებული მომსახურების არჩევისას. ინფორმაცია და მონაცემი შეგროვებულია ავტომატურად და პირდაპირ ვებ-გვერდის მიერ, როგორც მისი ოპერატიული ფუნქციების ნაწილი. ეს ინფორმაცია და მონაცემი შემდეგში მუშავდება ერთიანად და ანონიმურად კომერციული მიზნებისთვის.

სხვა შემთხვევებში, პირდაპირ შეაგროვებს პერსონალურ მონაცემებს და ინფორმაციას მისი მომხმარებლებისაგან, როდესაც ისინი ონლაინ დარეგისტრირდებიან gogo-host.net-ზე ან როდესაც ისინი გაგზავნიან მომსახურების შეძენის შესახებ შეკვეთას, რომელიც იყიდება ვებ-გვერდზე, რათა მოხდეს ელექტრონულად ტრანზაქციის დასრულება.

ველკომი დაამუშავებს ასეთ მონაცემს მხოლოდ იმ მიზნებისთვის და იმ ფარგლებში, რომელიც აღნიშნულია აქ პერსონალური მონაცემების დაცვისპოლიტიკასთან დაკავშირებით და შესაძლებელია გამჟღავნდეს მესამე პირებთან მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების უზრუნველყოფასთან.

აუცილებელი უსაფრთხოების ზომების განვითარება მოხდა, რათა დაცული იქნეს პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შემთხვევითი დაკარგვისაგან, შეცვლისაგან, არაკანონიერი გამჟღავნებისაგან ან ხელმისაწვდომობისაგან და შეიქმნა ყველა სხვა მიზეზის საწინააღმდეგოდ, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკას. თუმცა, ველკომს არ შეუძლია იმის გარანტირება, რომ gogo-host.net-ზე ვებ-გვერდის და მონაცემების და ინფორმაციის გადაცემის დაცვისთვის მის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები, თავიდან ააცილებს ან გამორიცხავს არაკანონიერი ხელმისაწვდომობის ან მონაცემის დაკარგვის ნებისმერ რისკს.

მკაცრად მიზანშეწონილია, რომ თქვენი კომპიუტერი უზრუნველყოფილი იყოს პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობებით, რომლებიც დაიცავს ქსელის მონაცემთა გადაცემას/მიღებას (როგორიცაა ანტივირუსული სისტემა) და რომ, თქვენი ინტერნეტ მომსახურების მომწოდებელი მიიღებს შესაბამის ზომებს ქსელის მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოებისათვის (როგორიცაა, მაგალითად, Firewalls და ანტი-სპამ ფილტრაცია).

Cookies

ვებ-გვერდი იყენებს მონაცემთა შეგროვების ავტომატურ სისტემას, როგორიცაა Cookies. Cookies არის მოწყობილობა, რომელიც გადაცემულია ინტერნეტ მომხმარებლის მყარ დისკზე. ის არ შეიცავს გასაგებ ინფორმაციას, მაგრამ ის საშუალებას აძლევს ინტერნეტ მომხმარებელს დაუკავშირდეს მის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლების მიერ gogo-host.net-ზე. Cookies არის გავრცელებული ჩვენს სერვერებში და არავისთვის არ არის მისაწვდომი ის ინფორმაცია, რომელიც ინახება მასში. მხოლოდ ველკომი ამუშავებს Cookies მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ერთიანად და ანონიმურად, იმისთვის რომ მოხდეს მისი მომსახურებისა და ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია მომხმარებელთა საჭიროების და უპირატესობის შესაბამისად. ჩვენ დავუკავშირეთ Cookies იმ ფუნქციებს, როგორიცაა არჩეული ქვეყანა, მომსახურების დათვალიერება, მომსახურების ონლაინ შეძენა და ზოგადად დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის განკუთვნილი მომსახურების გაწევა. როგორც თქვენ შეიძლება იცოდეთ, თითოეული ინტერნეტ ბრაუზერი იძლევა შესაძლებლობას Cookies წაშლისა თითოეული სესიის შემდეგ. თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი შეიცავს ინფორმაციას ამ წაშლის პროცედურების შესახებ. გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია თქვენს ინტერნეტ ბრაუზერში, თუ გსურთ წაშალოთ Cookies. მონაცემთა ავტომატურად შეგროვების პროცედურის და Cookies გამოყენების შესახებ თანხმობა არის აუცილებელი ვებ-გვერდისა და მისი მომსახურების სარგებლობისთვის, მათ შორის, მომსახურების შეძენისთვის.

თუ თქვენ არ გნებავთ, რომ თქვენმა ბრაუზერმა თანხმობა განაცხადოს Cookies-ზე, თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ Cookies მიღების ოფცია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან.

პერსონალურ მონაცემებზე და სხვა უფლებებზე ხელმისაწვდომობის უფლება

ველკომი დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ, რომელიც გამოხატულია თავისუფლად, იმისთვის რომ გამოგიგზავნოთ სარეკლამო მასალა და პირდაპირი მარკეტინგული ან სხვა სახის კომერციული კომუნიკაციები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც არ ხვდება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ მომსახურებაში, რომელიც უზრუნველყოფილია gogo-host.net-ის მიერ. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი თანხმობა აუცილებელია, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას წინასწარ და მოგცემთ არჩევანს დათანხმდეთ ან უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე, თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართის ჩათვლით, ზემოთ მითითებული მიზნების შესაბამისად, შესაბამისი მონიშვნით.

თუმცა, ველკომი შესაძლოა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენი თანხმობის გარეშე გარკვეულ შემთხვევებში, რომლებიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. როგორიცა მაგალითად, როცა ასეთი დამუშავება აუცილებელია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის, რომელიც აქვს ველკომს ან როდესაც ასეთი დამუშავება საჭიროა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც გათვალისწინებულია კონტრაქტით მომხმარებლებთან (როგორიცაა, მაგალითად, თუ შეიძენთ მომსახურება gogo-host.net-ზე).

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რათა ისარგებლოთ უფლებით და თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ დროსა და ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე, არ მიიღოთ მომავალი კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მომსახურებასთან.

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს, მიიღოთ დასტური, მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია თქვენთან მუშავდება თუ არა, რეგისტრირებულია თუ არა და დამუშავების რა პროცესშია, კომუნიკაციის გასაგების ფორმით.

უფრო მეტიც, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების წყაროს შესახებ; მიზნებისა და თქვენი პერსონალური მონაცმების დამუშავების გზების შესახებ; ლოგიკის შესახებ, რომელიც ჩართული ნებისმიერი ელექტრონული მონაცემის დამუშავებისას; მონაცემთა მაკონტროლებლისა და პროცესორების დეტალების შესახებ; გაერთიანების ან გაერთიანების კატეგორიათა სახელები, ვისთანაც შეიძლება გამჟღავნდეს თქვენი პერსონალური მონაცემები და ვისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ეს მონაცემები, მაგალითად, როგორც მონაცემთა მაკონტროლებელი ან ასე დანიშნული მხარე.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მიიღოთ ველკომისგან:

  1. განახლებული, შესწორებული ან როდესაც თქვენ გაქვთ ასეთი ინტერესი, თქვენი გაერთიანებული პერსონალური მონაცემები;
  2. თქვენი (უკანონოდ დამუშავებული) პერსონალური მონაცემების წაშლა, გარდაქმნა ანონიმურ ფორმაში, დაბლოკვა, მათ შორის მონაცემი, რომელიც არ არის საჭირო, რომ იქნას შენახული, იმ მიზნებისთვის, რისთვისაც იქნა შეგროვებული და შემდგომში დამუშავებული;
  3. თანხმობა ოპერაციებზე, რომლებიც ზემოთ იქნა აღნიშნული (იგივე შინაარსით), რომელშიც მონაცემი გამჟღავნდა ან გავრცელდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია ან თუ გამოყენებული საშუალებები აშკარად არაპროპორციულია უფლების დაცვისთვის.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თავისუფლად გამოიყენოთ აღნიშნული უფლებები, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ამას აკეთებთ გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად, თქვენი მოთხოვნის გაგზავნით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gogo-host.net.

მარეგულირებელი კანონები

ეს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად, ისევე როგორც მათი ღირსების დაცვით, კონფიდენციალობასთან განსაკუთრებული მითითებით, იდენტურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით.

შესწორებები და ცვლილებები ამ კონფიდენციალობის პოლიტიკისა

ველკომს შეუძლია შეცვალოს ან უბრალოდ განაახლოს კონფიდენციალობის პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, როდესაც ცვლილებები შედის სამართლებრივი დებულებებით ან რეგულაციებით, რომლებიც არეგულირებს მონაცემთა და თქვენი უფლებების დაცვას. კონფიდენციალობის პოლიტიკის შესწორებებისა და ცვლილებების შესახებ შეტყობინება მოხდება, როგორც კი ასეთი შესწორებები და ცვლილებები განხორციელდება და მათ სავალდებულო ძალა ექნება ამ ვებ-გვერდზე ამ განყოფილებაში გამოქვეყნებისთანავე. მაშასადამე, თქვენ მოგეთხოვებათ რეგულარული წვდომა გქონდეთ ამ განყოფილებაზე, იმისთვის რომ შეამოწმოთ უახლესი გამოცემები და gogo-host.net-ის განახლებული პოლიტიკა.