წესები და პირობები
- ხელშეკრულების საგანი
- წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს „ველკომ (Wellcom)”-ის (ს/კ:445399541) (შემდგომში: პროვაიდერი) მიერ, მომხმარებლის არჩეული მომსახურების ხელმისაწვდომობის უზურნველყოფას მომხმარებლის მიერ არჩეული მომსახურების პერიოდის მინიმუმ 99%-ის განმავლობაში;
- მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების საფასური და შეასრულოს ხელშეკრულებით და მხარეთა შორის სხვა (ინდივიდუალური) შეთანხმებებით განსაზღვრული ვალდებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ხელშეკრულების მატერიალური ფორმით გაფორმებისას, ხელშეკრულებას თან ერთვის შეკვეთის ფორმა დანართის სახით (სადაც განსაზღვრულია მომსახურების კონკრეტულ პირობები, მათ შორის, მომსახურების პერიოდი, ფასი, გადახდის შესაძლებლობები და ა.შ.). ხელშეკრულების ელექტრონული ან სხვა ფორმით დათანხმების შემთხვევაში, მომხმარებელი ხელშეკრულების გაფორმებამდე ირჩევს მისთვის სასურველ მომსახურებას და მისი პირობები მოცემული იქნება პროვაიდერის პორტალზე (gogo-host.net);
- მხარეები თანხმდებიან, რომ მომსახურების/დამატებითი სერვისის მიღებისას, მომხმარებლის მხრიდან პორტალიდან განხორციელებული დასტური უთანაბრდება მის მიერ გამოხატულ თანხმობას კონკრეტულ ქმედებაზე, პირად ხელმოწერას მატერიალურ დოკუმენტზე და გააჩნია იგივე იურიდიული ძალა;
- პროვაიდერი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოახდენს მომხმარებლის შესახებ პერსონალურ მონაცემების დამუშავება და არჩეული მომსახურების გააქტიურებას, ხელშეკრულებაში ან/და არჩეული მომსახურების პირობებში გათვალისწინებულ ვადებში;
- მომსახურების არაკეთილსინდისიერად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, პროვაიდერი უფლებამოსილია დაადგინოს ერთ პირზე მისაღები მომსახურების მაქსიმალური ოდენობა. ოპერატორი ასევე უფლებამოსილია უარი უთხრას მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებაზე ან ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევაზე, თუ პირის მიერ პროვაიდერთან გაფორმებული, ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებისას მომხმარებლის მიერ დარღვეულ იქნა წინა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ვალდებულებები.
- ტერმინთა განმარტება
- ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული ხელშეკრულებით, განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ხელშეკრულების მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს, გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
- “მომსახურების გაწევის ხელშეკრულება” – მომხმარებლისა და პროვაიდერს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები;
- “მომხმარებელი” – იურიდიული ან ფიზიკური პირი რომელიც ახორციელებს მომსახურების დაკვეთას;
- “პროვაიდერი” – შპს “ველკომ (Wellcom)”, საიდენტიფიკაციო კოდი: 445399541;
- “პორტალი” - პროვაიდერის ვებგვერდი gogo-host.net;
- “მომსახურების საფასური” – საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა პროვაიდერის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის, იმ მომსახურების შესაბამისად, რომელიც მის მიერ იქნება არჩეული. მომსახურებები გამოქვეყნებულია პორტალზე;
- “დღე”, “კვირა”, “თვე” “წელიწადი” – კალენდარული დღე, კვირა, თვე, წელიწადი;
- “მომსახურება” – მომხმარებლის მიერ არჩეული მომსახურება რომელიც აღწერილია ხელშეკრულებაში პორტალზე არსებული მომხმარებლის ოთახში;
- „მომხმარებლის ოთახი“ - მომხმარებლის პირადო გვერდი პორტალზე, სადაც ასახულია მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ( სახელი გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი და ა.შ.), შეძენილი მომსახურებების ჩამონათვალი, გადახდილი და გადასახდელი ინვოისები და ა.შ.;
- ვებჰოსტინგის მომსახურება ან ჰოსტინგი - ვებსერვერზე განსაზღვრული ვებსივრცის გამოყოფა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ სივრცეზე მომხმარებლის მიერ განთავსებული ვებსაიტ(ებ)ის ან/და საფოსტო ყუთების საჯარო ხელმისაწვდომობას;
- „დომენის სახელი (Domain name)“ – ინტერნეტ უნიკალური დასახელება, მისამართი, რომელიც მიუთითებს საითზე ან ელექტრონულ ფოსტაზე;
- „ვებსერვერი“ - წარმოადგენს კომპიუტერულ სისტემას, რომელიც შესაბამისი მოთხოვნების (სერვერზე შენახულ და განთავსებულ კონტენტთან წვდომა) დამუშავებას ახორციელებს HTTP მეშვეობით;
- „ვებსივრცე“ - ჰოსტინგის მომსახურების ფარგლებში მომხმარებლისთის ვებსერვერზე გამოყოფილი მეხსიერების გარკვეული ტევადობის მქონე სივრცე;
- „გიგაბაიტი“ – მეხსიერების მოცულობა, რომლის ტევადობა 1024 მეგაბაიტის ტოლია.
- „ტრაფიკი“ – მონაცემთა მიმოსვლა ინტერნეტში, ერთი ქსელიდან მეორეში გადაცემული ბაიტების რაოდენობა დროის კონკრეტულ მონაკვეთში;
- „სპამი“ – არასასურველი ელექტრონული შეტყობინება, რომელიც იგზავნება მომხმარებლის ან მესამე პირის მიერ პროვაიდერის ქსელის გამოყენებით ან მესამე პირების მიერ პროვაიდერის მომხმარებლებთან, ადრესატის წინასწარი თანხმობის გარეშე, ან რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ადრესატი აღნიშნული შეტყობინების ხასიათის ან მათი გამგზავნის შესახებ, ან ისეთი ელექტრონული გზავნილი, რომელიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;
- “წერილობითი შეტყობინება” – ნებისმიერი შეტყობინება/ინფორმაციის მიწოდება წერილობითი ფორმით, რომელიც გაგზავნილია ერთ–ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის ელექტრონულ საფოსტო მისამართზე შეტყობინების სახით.
- “დაუშვებელი პროდუქცია” – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლბის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.
- “უსაფრთხოების სისტემა” – პროგრამული დაცვის მექანიზმი ან/და მოწყობილობა, რომელიც ზღუდავს სერვერზე არასანქცირებულ შეღწევას.
- “სერვერული რესურსების გადაჭარბებით მოხმარება” – მომსახურებით გათვალისწინებული მაქსიმალური რესურსების გადაჭარბებით მოხმარება.
- საკონტაქტო მონაცემი - მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის, მათ შორის, მომხმარებლის მიერ პროვაიდერთან განსაზღვრული ინფორმაციის მიღების, მომსახურების ჩართვის, შეცვლის, შეზღუდვის, დამატების ან შეჩერებისთვის.
- ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული ხელშეკრულებით, განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ხელშეკრულების მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს, გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
- განცხადებები და გარანტიები
- მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- ხელშეკრულების დადების (ხელმოწერის), ელექტრონული თუ სხვა სახით თანხმობის გაცხადების დროისათვის არის ქმედუნარიანი;
- მის მიერ პროვაიდერისთვის მიწოდებული მონაცემები, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, ნამდვილი და სწორია;
- მისი ქმედება არ არის/არ იქნება მიმართული პროვაიდერის მოტყუებისაკენ ან ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების ბოროტად გამოყენებისაკენ;
- კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
- გააჩნია სრული უფლებამოსილება გააფორმოს ხელშეკრულება და შეასრულოს მისგან გამომდინარე უფლება-მოვალეობები;
- მოპოვებული აქვს ყველა აუცილებელი თანხმობა, ან/და ნებართვა სახელმწიფო ორგანოებისაგან/ნებისმიერი მესაკუთრისაგან (ასეთი საჭიროების შემთხვევაში), რომელიც საჭიროა მომსახურების გაწევის დასაწყებად ან შესანარჩუნებლად და ამ მიზნით სხვა აუცილებელი სამუშაოების საწარმოებლად;
- აქვს შესაძლებლობა შეასრულოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებები და ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული წარმოება, ან არ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ან დააბრკოლებს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.
- მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ:
- ყალბი/არასწორი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას, და შესაძლოა გამოიწვიოს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა ან/და შესაბამისი პასუხისმგებლობა;
- მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, პირობების, ან/და მოთხოვნების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
- მომხმარებელი აცხადებს, რომ თანახმაა პროვაიდერის მიერ განხორციელდეს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
- მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- ქსელის უსაფრთხოება. მომსახურებით კეთილსინდისიერი სარგებლობა (fair use)
- მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მომსახურების ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომუნიკაციო მომსახურების მისაღებად;
- მომხმარებელი ვალდებულია ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ კანონიერი მიზნებისათვის. მომხმარებელი უფლებამოსილი არ არის მომსახურების მიღებისას რაიმე ფორმით გადასცეს/საჯარო გახადოს/ვებსერვერზე განათავსოს ნებისმიერი ისეთი მონაცემი, ინფორმაცია, პროდუქცია, ნაწარმოები ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც აკრძალულია, უკანონოა, ამორალურია, ან არღვევს საჯარო წესრიგს ან/და მესამე პირთა უფლებებს ან/და საავტორო და მომიჯნავე უფლებებს;
- მომხმარებლის მხრიდან მომსახურების არაკეთილსინდისიერ სარგებლობად ჩაითვლება, თუ:
- მომსახურება გამოყენებულ იქნება პროვაიდერისათვის ან მესამე პირებისათვის ზიანის მისაყენებლად, პირადი ცხოვრების ან მათი სიმშვიდის შემლახავი, მუქარის შემცველი, მატერიალური ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან სხვა ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის;
- მომხმარებლისათვის გამოყოფილი მომსახურების გამოყენებით განხორციელდება ქსელში უნებართვო ჩართვა, ტექნოლოგიურ კომპონენტებში (აგრეგატებში), პროგრამებში, მონაცემთა ბაზებში არასანქცირებული შეღწევა, Dos და DDoS შეტევა;
- ადგილი ექნება ვირუსის გავრცელებას, ე.წ „ფიშინგს“ (Phishing), „სმიშინგს“ (Smishing), „სპუფინგს“ (spoofing);
- ადგილი ექნება ქსელის გადატვირთვას შეუსაბამოდ მაღალი აქტივობით, რაც შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი საშუალებით (ელ. ფოსტა, აპლიკაციები და ა.შ);
- ადგილი ექნება სპამის, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსის, თაღლითური ან მავნე პროგრამების გავრცელებას ან გადამისამართებას;
- განხორციელდება სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მათ შორის, მოგების მიღების მიზნით;
- ადგილი ექნება მომსახურების არაკეთილსინდისიერად გამოყენებას ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევას.
- მომსახურების მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია ხელი შეუშალოს/აღკვეთოს მომსახურების არასანქცირებული სარგებლობა, სპამის, დაუშვებელი პროდუქციის და საზიანო პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელება, უნებართვო შეღწევა ქსელის რესურსებთან ან უნებართვო სარგებლობა, ქსელის პროტოკოლების მისამართების ფალსიფიცირება, ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არის მუქარის შემცველი, ცილისმწამებლური, ვულგარული, შეურაცხმყოფელი, ან სხვა მხრივ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს ან ხელყოფს სხვათა ინტელექტუალურ საკუთრებას. ამასთან, მომხმარებელი აღნიშნული ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს პროვაიდერს და შეასრულოს მისი მითითებები;
- მომხმარებლის ინტერესების, ისევე როგორც ინტერნეტის სხვა მომხმარებლების ინტერესების დასაცავად დროდადრო შესაძლებელია საჭირო გახდეს მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდვა (მათ შორის, განსაზღვრულ მისამართებზე, ქსელებზე, სერვერებზე, ვებგვერდებზე, დომენებზე). აღნიშნული წარმოადგენს პროვაიდერის უფლებას (თუ კანონმდებლობით პირდაპირ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული) და არა ვალდებულებას და ასეთი ღონისძიებები ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
- ხელშეკრულების პირობების 4.3 პუნქტში ჩამოთვლილი გარემოებიდან ერთ-ერთის დადგომის შემთხვევაში;
- თუ პროვაიდერი მიიღებს შეტყობინებას შესაბამისი უფლებების მფლობელი (უფლებამოსილი) პირისგან ან/და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსგან ინტელექტუალური სამართლის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დარღვევის თაობაზე;
- თუ პროვაიდერისთვის უფლებამოსილი პირისათვის/პირებისათვის (ამ პუნქტის მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად მიიჩნევა ის პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც პროვაიდერმა მიანიჭა უფლებამოსილება და ამავდროულად მას/მათ გააჩნია(თ) შესაძლებლობა შეასრულოს/შეასრულონ კონკრეტული მოქმედება) გახდება ცნობილი, რომ ხორციელდება ჰაკერული თავდასხმა ან ასეთი ქმედება აუცილებელია ჰაკერული თავდასხმის, სპამის, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
- პროვაიდერი უფლებამოსილია მომსახურების გაწევისას უზრუნველყოს უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირება, რა დროსაც შესაძლებელია ასეთი სისტემის მოქმედების (ფილტრაციის) შედეგად შეიზღუდოს წვდომა კონკრეტულ ვებგვერდზე/ვებსივრცეზე, ქსელის რესურსზე, კონკრეტულ IP მისამართებზე, სერვერზე და ასეთ შემთხვევაში პროვაიდერი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების ასეთ შეზღუდვაზე და არ წარმოშობს მომხმარებლის მხრიდან რაიმე სახის კომპენსაციის ან ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;
- პროვაიდერი უფლებამოსილია შეუზღუდოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება, თუ ადგილი ექნება მომსახურების უჩვეულო/საეჭვო მოხმარებას, მაგალითად, უჩვეულოდ დიდი მოცულობის ტრაფიკს ან საეჭვოდ აქტიურ მოხმარებას (მომსახურების მიღებას იმ მოცულობით, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება გასული საანგარიშო პერიოდებისათვის საშუალოდ მიღებულ მომსახურებას), ტრაფიკის დამისამართებას საერთაშორისო მიმართულებებზე. ამასთან, მომხმარებელი აცნობიერებს, რომ პროვაიდერის მიერ ამ უფლების განხორციელება შესაძლოა არ იყო ქმედითი, დროული, ეფექტური, ვინაიდან მომსახურების უსაფრთხო მოხმარებაზე თავად მომხმარებელი არის პასუხისმგებელი;
- თუ მესამე პირების მიერ ხორციელდება მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურებით არასანქცირებული/უნებართვო სარგებლობა, აღნიშნული ჩაითვლება მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღებად და იგი ვალდებული იქნება, სრულად აუნაზღაუროს პროვაიდერს მიღებული მომსახურების, მათ შორის, ამგვარი არასანქცირებული სარგებლობის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასური.
- ანგარიშსწორება
- გაწეული მომსახურების მოცულობა გამოიანგარიშება პროვაიდერის პორტალის/საბილინგო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით და აისახება მომხმარებლის ანგარიშზე. მომსახურების საფასურის დაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს პროვაიდერის საბილინგო სისტემის მონაცემები;
- მომსახურების ანგარიშსწორება ხდება წინასწარ, რის შემდეგაც მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა შეძენილი მომსახურებით სარგებლობა;
- მომსახურების საფასურის გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის შემთხვევაში პროვაიდერს უფლება აქვს შეზღუდოს მომსახურების მიწოდება;
- ანგარიშსწორების თარიღად მიიჩნევა მომსახურების გადახდის დღე;
- მომსახურების მიწოდების შეფერხება, რომელიც გამოწვეული იქნება მომხმარებლის მიზეზით, არ ათავისუფლებს მომხმარებელს მომსახურების ღირებულების გადახდისაგან;
- თუ ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, საურავის/პირგასამტეხლოს/დავალიანების ან სხვა ფულადი ვალდებულების გადახდა უნდა შესრულდეს არაუგვიანეს პროვაიდერის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში;
- ხელშეკრულების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მხარეთა შორის წარმოშობილ ფინანსურ ვალდებულებებზე.
- მხარეთა უფლება-მოვალეობები
- მომხმარებელის უფლება აქვს:
- პროვაიდერის მიერ დადგენილი წესით, მიიღოს ინფორმაცია პროვაიდერის მიერ შეთავაზებული მომსახურებების, ტარიფების, დარიცხული საფასურის, დეტალური ანგარიშის შესახებ;
- პროვაიდერის მიერ დადგენილი წესით, მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის მიზეზებსა და ხანგრძლივობაზე, ასევე, თუ რამ შეიძლება მოახდინოს რაიმე სახის ზეგავლენა მომსახურების ხარისხსა ან/და მის პირობებზე;
- მიმართოს პროვაიდერს პრეტენზიით ზეპირი ან წერილობითი ფორმით;
- პროვაიდერის მიერ დადგენილი წესით და ფორმით გაააქტიუროს დამატებითი პორტალის საშუალებით ან უშუალოდ პროვაიდერთან მიმართვით;
- მომხმარებელს უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ ისარგებლოს მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და გამოიყენოს იგი ნებისმიერი მიზნებისათვის, გარდა მოქმედი კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით აკრძალულისა.
- მომხმარებელი ვალდებულია:
- შეასრულოს ხელშეკრულებით, წინამდებარე პირობებით, ასევე მხარეთა შორის სხვა შეთანხმებებით განსაზღვრული ვალდებულებები, პირობები და მოთხოვნები;
- დაუყოვნებლივ შეატყობინოს პროვაიდერს საკონტაქტო მონაცემის, იურიდიული პირის სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის ცვლილების ან შერწყმის/გაყოფის შესახებ, ასევე, როგორც მინდობილობის ან რწმუნების ცვლილების ან გაუქმების შესახებ;
- მოახდინოს ანგარიშსწორება ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმის მიხედვით, ხოლო დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში დაფაროს იგი;
- დაუყოვნებლივ შეატყობინოს პროვაიდერს გადახდისუუნარობის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების დაწყების, ან იმ სხვა გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხონ ან შეუძლებელი გახადონ მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.
- მომსახურების მიღებისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
- პროვაიდერს უფლება აქვს:
- დაადგინოს ან შეცვალოს მომსახურების პირობები და წესები, მომსახურების ღირებულება, გადახდის წესები. თუ ცვლილებების შედეგად იზრდება მომსახურების საფასური ან არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა, პროვაიდერი ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის საშუალებით წინასწარ, ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით შეატყობინებს მომხმარებელს ცვლილების შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში პროვაიდერი არ არის ვალდებული დაიცვას შეტყობინების ვადა და ასეთ შემთხვევაში პროვაიდერის ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება ჩაითვლება აბონენტის შეტყობინებად;
- დროდადრო ჩაატაროს გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოები, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს მომსახურების შეჩერება, შეზღუდვა, დროებითი გაუარესება ან შეფერხებები და რაც ემსახურება მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას ან გამიზნულია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
- შეუზღუდოს ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება დავალიანების არსებობისას, მათ შორის;
- პროვაიდერი ვალდებულია;
- უზრუნველყოს შეზღუდული მომსახურების განახლება შეზღუდვის მიზეზების აღმოფხვრიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში;
- ოპერატორის ვებგვერდის საშუალებით უზრუნველყოს მომხმარებლისთვის მომსახურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ინფორმირება მომხმარებლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
- მომხმარებელის უფლება აქვს:
- მხარეთა პასუხისმგებლობა
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირგასამტეხლოს/საურავის/ჯარიმის/ზიანის/კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზება ხორციელდება მხოლოდ ერთი მხარის მიერ მეორე მხარის მიმართ მოთხოვნის საფუძველზე და წარმოადგენს მხარის უფლებას და არა ვალდებულებას დამრღვევი მხარის მიმართ;
- პროვაიდერი თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია ისეთი სახის გარემოებებით (დაუძლეველი ძალა), რომელიც წარმოიშვა პროვაიდერისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და არ ექვემდებარება მის გონივრულ კონტროლს ან ნებას (ფორს-მაჟორული გარემოებები);
- ფორს-მაჟორული გარემოებები გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი სახის მოვლენებით: სტიქიური უბედურებები, ბუნებრივი კატაკლიზმები და მოვლენები, მათ შორის, მიწისძვრა, სეტყვა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ხანძარი, ეპიდემია ან პანდემია, გაფიცვა, ლოკაუტი, მასობრივი არეულობა, საბოტაჟი, კრიმინალური ან ტერორისტული აქტი, ოფიციალურად გამოცხადებული, ან გამოუცხადებელი საომარი მოქმედებები და შეიარაღებული კონფლიქტები, საგანგებო, ან საომარი მდგომარეობები, ბლოკადა, ემბარგო, კიბერშეტევა, ჰაკერული თავდასხმა, ელ. ენერგიის შეწყვეტა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მოქმედებები, სანქციები ან აქტები, ოპერატორის მიმწოდებლების, კონტრაქტორების ან ქვეკონტრაქტორების მიზეზით გამოწვეული შემთხვევები, მათ შორის, მიმწოდებლების, კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ ოპერატორის წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობა, კიბერდანაშაული, უჩვეულო ან არაპროგნოზირებადი გადატვირთვები, მომსახურების შეფერხება და შეწყვეტა, რომელიც გამოწვეულია მესამე პირთა ქსელებში, ან შეერთების კვანძებში შეფერხებებით, ან რესურსების, ან ქსელის (მათ შორის, ინტერნეტის ქსელის) შეფერხებები, ან ხელმიუწვდომლობა, რომელთა ადმინისტრირება ან კონტროლი ხორციელდება მესამე პირთა მიერ;
- პროვაიდერი არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევებზე, თუ მომხმარებელმა მესამე პირისათვის ხელმისაწვდომი გახადა საკუთარი პერსონალური მონაცემები. პროვაიდერი არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რომელიც დგება მომხმარებლის მიერ მომსახურების თაღლითურად, ბოროტად ან გადაჭარბებით გამოყენებით;
- თავად მომხმარებელი არის პასუხისმგებელი ყველა იმ სათანადო ზომის და საშუალების მიღებაზე, რომელიც საჭიროა მისი მონაცემებისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის დაცვისათვის, განსაკუთრებით იმ ვირუსებისა და მავნე პროგრამებით ინფიცირებისაგან, რომელთა გავრცელების წყაროს წარმოადგენს ინტერნეტი;
- მომხმარებელი ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ვებსერვერზე განთავსებული ვებგვერდის, ვებსაიტის, საფოსტო ყუთის, სააბონენტო მოწყობილობაში/მომსახურების აპარატურაში ინფორმაციის თუ სხვა მონაცემების სარეზერვო ასლის ქონა - ე.წ. „back up“. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, პროვაიდერი არ უზრუნველყოფს ვებსერვერზე განთავსებული ვებგვერდის თუ მონაცემების უწყვეტ რეჟიმში შენახვას. ამასთან, სარეზერვო ასლები პროვაიდერის მიერ შესაძლოა პერიოდულად კეთდებოდეს და გარკვეული ვადით ინახებოდეს, ტექნიკური შეფერხებების და დაზიანებების დროს, მათი აღდგენის საჭიროებისათვის და არა მომხმარებლისთვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
- პროვაიდერი არ არის პასუხისმგებელი აბონენტის მიერ ქსელში გატარებულ ინფორმაციაზე ან/და ვებსივრცეში განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე. მომხმარებელი თავად აგებს პასუხს მისი შიდა ქსელის, მათ შორის შიდა ასს-ის (PBX) უსაფრთხოებასა და დაცულობაზე, ისევე, როგორც მომხმარებლის სახელისა (username) და პაროლის გადაცემის შემდეგ თავად აგებს პასუხს მის დაცულობასა და გაუმჟღავნებლობაზე.
- უფლებების და ვალდებულებების გადაცემა
- მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი/განსაზღვრული მომხმარებლის უფლებების და ვალდებულებების მესამე პირზე გადაცემა (ცესია) შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ პროვაიდერის თანხმობის შემთხვევაში, პროვაიდერის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით.
- დასკვნითი დებულებები
- მომხმარებელი ადასტურებს, რომ ხელშეკრულების შინაარსი მის მიერ აღქმულია ზუსტად და იგი სრულად შეესაბამება მის ნებას. ამასთან, მის მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან;
- წინამდებარე ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უპირველეს ყოვლისა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
- იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის ცვლილების ან სხვა გარემოების შედეგად, ხელშეკრულების რომელიმე დებულება გაუქმდება, ძალადაკარგულად გამოცხადდება ან ბათილად იქნება მიჩნეული, ეს შეეხება მხოლოდ გაუქმებულ/ბათილ ან ძალადაკარგულ პირობას და იგი გავლენას არ იქონიებს ხელშეკრულების სხვა პირობების ნამდვილობაზე. ამასთან, ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით (მათ შორის, ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.